ციფრული განვითარების გეგმა

 

დამტკიცებულია

სსიპ-ვაჟა-ფშაველას სახელობის

ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლის

დირექტორის მ/შ 24.07.2023 წლის N2-309 ბრძანებით

 
1. შესავალი

ციფრული ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება, მუდამ ჩნდება ახალი შესაძლებლობები. ამიტომ მნიშვნელოვანია ისეთი საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზება, რომლებიც დაეხმარება სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს სწრაფად ცვალებად ტექნოლოგიურ გარემოში ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში, საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე ტექნოლოგიების ადაპტირებაში. ტექნოლოგიებმა გაამარტივა თავად მსგავსი აქტივობების ჩატარების შესაძლებლობებიც. საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზება და ჩატარება უკვე შესაძლებელია როგორც პირისპირ ასევე ონლაინ რეჟიმში.

2. საგანმანათლებლო აქტივობები

1. ექსტრაკურიკულარული აქტივობების განხორციელების და მხარდაჭერის მიზნით:
1.1. სკოლაში ფუნქციონირებს ტექნოლოგიური კლუბი, რომელიც ხელს უწყობს, როგორც მოსწავლეებში ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ცოდნის გავრცელებას, ასევე მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებას.
1.2. შემუშავდა კლუბის წესდება, რომლის მიზანიც არის სასკოლო განათლებაში გარკვეული წვლილის შეტანა, კერძოდ,
· მოსწავლეებში ციფრული უნარების განვითრების ხელშეწყობა და არსებული ცოდნის გაღრმავება;
· აქტიური მოსწავლეების აღმოჩენა და მათი იდეების ხელშეწყობა;
· მოსწავლეთა ინიციატივების პროექტების სახით განხორცილება;
· ინტელექტუალური, კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიებების ორგანიზება;
· კონფერენციების, სემინარებისა და კონკურსების ორგანიზება;
· სხვადასხვა ონლაინ პლატფორმების შესწავლა როგორც მოსწავლეების, ისე მასწავლებლებისათვის;
· სხვადასხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ერთობლივად ტრენინგ/სემინარების ჩატარება, ერთობლივი პროექტების განხორციელება.

3. კიბერუსაფრთხოება

1. კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების უმეტესობა ადამიანური ფაქტორით არის განპირობებული. ადამიანის მიერ დაშვებული შეცდომის, მარტივი პაროლის, ფიშინგის და სხვა მსგავსი შემთხვევების შედეგად ხორციელდება სისტემაში უცხო პირის შეღწევა. შესაბამისად, მსგავსი შემთხვევების პრევენციის, თავიდან აცილების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ამ მიმართულებით საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებაა.
2. კიბერსივრცეში ის ქცევის ნორმები ვრცელდება, რომელიც ფიზიკურ სივრცეში არის მიღებული. მიუხედავად ამისა ის რაც ბუნებრივი და გასაგებია ფიზიკურ სივრცეში ხშირად დამატებით განმარტებას საჭიროებს კიბერსივრცეში. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით იმ აქტივობების განხორციელება რომელიც ეთიკის ნორმებთან, ინტერნეტ სივრცეში ქცევის წესებთან არის დაკავშირებული.
3. სკოლა იღებს ვალდებულებას, მისცეს ახალგაზრდებს ცოდნა ინტერნეტ-სივრცეში არსებული საფრთხეების, მათ შორის კიბერბულინგის გამოწვევის შესახებ და განუვითაროს ამ საფრთხეებისაგან თავდაცვის უნარები. ასევე, მიაწოდოს ინფორმაცია, რომ თავად არ გახდეს შემთხვევით კიბერბულერი.
3. პირადი ინფორმაციის დაცვასთან და კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით სკოლა ახორციელებს საინფორმაციო აქტივობებს (პლაკატების, ბროშურების დამზადება და მოსწავლეებს, მასწავლებლებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს შორის გავრცელება. სხვადასხვა სახის კონკურსების მოწყობა რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები დაამზადებენ საინფორმაციო რესურსებს და ა. შ.).
4. კიბერ უსაფრთხოებასთან, კიბერ სივრცეში უსაფრთხო ქცევის ნორმებთან, პირადი ინფორმაციის დაცვასთან დაკავშრებით სკოლა აწყობს მშობლებთან შეხვედრების ორგანიზებას.
5. ციფრულ სამყაროში ქცევის წესების ან ეთიკური ნორმების დაცვის მიზნით სკოლას შეიმუშავებული აქვს ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა, რომელშიც გაწერილია სკოლის ნორმები.
6. ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებასთან დაკავშირებით სკოლა მონაწილეობას იღებს ან თავად უწევს ორგანიზებას სხავდასხვა აქტივობებს.
4. ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით ახალი მიდგომების დანერგვა
1. მნიშვნელოვანია ახალი ტექნოლოგიების გამოყენებისა და დანერგვის პროცესში ადმინისტრაციის, მასწავლებლების და მოსწავლეების ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით წინადადებების, იდეების განხილვა, ახალი მიდგომების დანერგვაში ხელშეწყობა.
2. სწავლა-სწავლების პროცესში ახლი მიდგომების დანერგვის მიზნით 2023-2024 სასკოლო სასწავლო გეგმაში ცვლილების შეტანა დიაგნოსტიკურ შეფასებასთან დაკავშირებით და დიაგნოსტიკური შეფასების ონლაინ სივრცეში გადატანა.

5. ციფრული განვითარების გეგმა (2023 – 2024 სასწავლო წელი)
N
აქტივობა
ვადები
სამიზნე ჯგუფი
1
კიბერუსაფრთხოების საინფორმაციო დღის დაწესება 
მაისი
სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები
2
მოსწავლეების სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში  საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება თემაზე ,,კიბერუსაფრთხოება და პრევენცია“
ოქტომბერი, ნოემბერი დეკემბერი
სკოლის მოსწავლეები
3
სხვადასხვა სფეროში მომუშავე კომპეტენტურ პირებთან შეხვედრები (ონლაინ/პირისპირ)
2023 წლის ნოემბერი
სკოლის მოსწავლეები
4
კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილებზე სხვადასხვა საინფორმაციო რესურსების დამზადება (პრეზენტაციები, ფლაერები, ბუკლეტები, პოსტერები და ა.შ.);
ნოემბერი, დეკემბერი,
IV-V-VI კლასები;  
 
5
სხვადასხვა ტიპის კონკურსების ორგანიზება და ჩატარება გარკვეული პერიოდულობით (სლოგანების კონკურსი, ბლოგების კონკურსი და სხვა)
მარტი, აპრილი
VII-VIII-IX კლასები;
X-XI-XII კლასები
6
სკოლის პერსონალთან საინფორმაციო სამუშაო შეხვედრების ჩატარება (ტრენინგ სემინარები)
ოქტომბერი, ნოემბერი
სკოლის პერსონალი
7
სადამრიგებლო პროგრამაში აღნიშნული თემატიკის ინტეგრირება
ნოემბერი
დეკემბერი
კლასის დამრიგებლები
8
მშობლებთან შეხვედრების ორაგნიზება კიბერსივრცეში უსაფრთხო ქცევის ნორმებთან და პირადი ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებით
იანვარი, თებერვალი
I-II-II-IV-V-VI-VII-VIII-IX-X-XI-XII კლასების მოსწავლეების მშობლები
9
სკოლაში არსებული ციფრულ სამყაროში ქცევის წესების და ეთიკური ნორმების დაცვის გზამკვლევის გაცნობა და ადაპტირება  სკოლის ნორმების გათვალისწინებითა და ციფრული სამყაროს მოთხოვნების შესაბამისად
თებერვალი, მარტი
 
სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები
10
ფილმების ჩვენება და დისკუსია
თებერვალი
მარტი
სკოლის მოსწავლეები
11
საინფორმაციო  ბანერის დამზადება  და თვალსაჩინო ადგილას განთავსება
მარტი-აპრილი
V-VI-VII-VIII-IX-X-XI-XII კლასის მოსწავლეები
12
სიმულაციური თამაშების ორგანიზება გარკვეული პერიოდულობით კანონიერი სამართლებრივი კულტურის ამაღლების მიზნით
მარტი
აპრილი
II-II-IV-V-VI-VII-VIII-IX-X-XI-XII კლასის მოსწავლეები
13
კიბერუსაფრთოხების თემატიკაზე შიდასასკოლო კონფერენციის ორგანიზება, გაწეული საქმიაობის შეჯამება/გაცნობა სასკოლო თემისთვის
მაისი
 
V-VI-VII-VIII-IX-X-XI-XII კლასის მოსწავლეები და სკოლის მასწავლებლები
14
დიაგნოსტიკური შეფასების ონლაინ სივრცეში ჩატარება
 
 
 
 
IXა- IXბ კლასები
წლის დასაწყისში 2 საპილოტე პარალელური კლასის შერჩევა
სექტებერი
საგნობრივ კათედრებთან შეთანხმებით, დიაგნოსტიკური შეფასებისთვის საგნების შერჩევა
სექტემბერი
კათედრების მიერ ტესტების შედგენა და მათი ელექტრონული ვერსიის შექმნა
მარტი აპრილი
ონლაინ ტესტირებების ჩატარება
მაისი
შედეგების ანალიზი
ივნისი
სამომავლო სტრატეგიების შემუშავება
ივნისი
 

Комментариев нет:

Отправить комментарий