ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა

დამტკიცებულია

სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის

ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლის

დირექტორის მ/შ

17.07.2023 წლის N2-287 ბრძანებით

 

ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის პოლიტიკა და მეთოდური რეკომენდაციები


თავი I. მეთოდური რეკომენდაციები


მუხლი 1. ზოგადი დებულებები


1. სკოლის უსაფრთხოების პოლიტიკა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მიჰყვებოდეს ახალ ტენდენციებს ციფრულ სამყაროში, რომლებსაც აქვთ კავშირი სკოლის პერსონალის, მოსწავლეების და მშობლების უსაფრთხოებასთან და სკოლის მომავალსა და რეპუტაციასთან.
2. სკოლის ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა უნდა მოიცავდეს საჭირო ქცევასა, ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლას, უკანონო გამოსახულებებსა და სხვა ინფორმაციას, უნდა იყოს ბავშვთა უფლებების, ბულინგთან ბრძოლის პოლიტიკასთან თანხვედრაში.
3. სკოლის უსაფრთხოების პოლიტიკა უნდა იყოს სანდო და თანმიმდევრული ინფორმაციული უსაფრთხოების საკვანძო საკითხებში და წამახალისებელი მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების კუთხით მათ მიერ ონლაინ-ტექნოლოგიების ჯანსაღ გამოყენებასთან დაკავშირებით.
4. რეკომენდირებულია, რომ ყველა დაინტერესებული მხარე იყოს ჩართული პოლიტიკის შემუშავებაში: მოსწავლეები, თანამშრომლები, მშობლები, ფართო საზოგადოების წევრები, რაც პოლიტიკის წესების დაცვის გარანტიის წინაპირობაა.
5. სკოლამ უნდა უზრუნველყოს მშობლების და მასწავლებლების მაქსიმალური ინფორმირებულობა  და ჩართვა განსახილველ საკითხებში, მოსწავლეებთან დისკუსიების გამართვა, სხვადასხვა ორგანიზაციებთან შეხვედრების მოწყობა, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მოწოდებული კვლევის შედეგების გაცნობა, მოსწავლეების ჩართვა სასკოლო წესების შემუშავებაში.
6. სკოლა უნდა ატარებდეს რეგულარულ განხილვებს პერსონალთან და მოსწავლეებთან, რათა პერიოდულად მოხდეს პოლიტიკის გადახედვა და იმ მოქმედებების განსაზღვრა, რომლებიც მოყვება პოლიტიკის დარღვევას.
7. პოლიტიკაში უნდა განისაზღვროს სკოლის კონფიდენციალური მონაცემების დაცულობა.
8. პოლიტიკაში უნდა გაიმიჯნოს რეგულაციები, რომლებიც ამოქმედდება პოლიტიკის დარღვევის შემთხვევაში.
9. სკოლის უსაფრთხოების პოლიტიკა უნდა იყოს გადმოცემული ყველასთვის გასაგები მარტივი ენით, მკაფიო ინსტრუქციებით, რომლებიც იძლევიან გარანტიას, რომ ყველა თანამშრომელმა და მოსწავლემ იცის, რას ელიან მათგან.

მუხლი 2. მობილური ტელეფონების გამოყენება სკოლაში

1. პოლიტიკა უნდა შეიცავდეს პერსონალისა და მოსწავლეების მიერ მობილური ტელეფონების და სხვა პორტატული მოწყობილობების ტარებისა და მოხმარების წესებს და თანმიმდევრულად ინერგებოდეს სკოლაში.
2. საკლასო სივრცეში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებასთან მიმართებაში პოლიტიკა მინიმუმ უნდა პასუხობდეს შემდეგ შეკითხვებს:
  • რა შემთხვევაში არის დაშვებული / აკრძალული მობილური ტელეფონების და სხვა პორტატული მოწყობილობების ტარება და მოხმარება სკოლის ტერიტორიაზე?დაშვებულია თუ არა ფოტო და ვიდეო აპლიკაციების გამოყენება და რა პირობებშია შესაძლებელი მიღებული ფოტო ან ვიდეო მასალის გამოქვეყნება?
  • სად უნდა ინახებოდეს მობილური ტელეფონების მეცადინეობების დროს?
  • შეუძლიათ თუ არა მოსწავლეებს ჰქონდეთ წვდომა სკოლის Wi-Fi ქსელთან საკუთარი მობილური ტელეფონებისა და სხვა პორტატული მოწყობილობებიდან და თუ შეიძლება, მაშინ რა შემთხვევებში? (სასურველია ეს ქსელი იყოს დაცული იმ ქსელისგან, რომელსაც გამოიყენებს სკოლის პერსონალი).
  • რა კონტენტი შეიძლება მიიღოთ მობილური ტელეფონიდან სკოლაში?
  • რა სანქციები იქნება მიღებული პოლიტიკის დარღვევის შემთხვევაში მობილურ ტელეფონებთან მიმართებაში?
3. პოლიტიში უნდა განისაზღვროს მშობლების ინფორმირებულობა მობილური ტელეფონების გამოყენებასთან დაკავშირებით, პოლიტიკის დარღვევის შემთხვევაში შესაძლო შედეგების შესახებ და ზომები, რომელიც იქნება მიღებული მობილური ტელეფონების გამოყენების წესების დარღვევის შემთხვევაში.

მუხლი 3. ფოტო და ვიდეო გადაღება სკოლაში

1. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სკოლას უნდა ჰქონდეს შემუშავებული მკაფიო პოლიტიკა ფოტო და ვიდეო მასალის გადაღებასთან და გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.
2. პოლიტიკა უნდა შეიცვადეს სასკოლო საზოგადოების მხრიდან სოციალური ქსელებში ფოტო და ვიდეო მასალის გამოქვეყნების და გაცვლის წესებსა და პროცედურებს.
3. პოლიტიკა უნდა განსაზღვრავდეს მოსწავლის ფოტო და ვიდეო მასალის გამოქვეყნებაზე მშობლის პასუხისმგებლობის და თანხმობის პროცედურებს.
4. სკოლის საზოგადოებამ უნდა იცოდეს, როგორ მოიძიოს და გამოიყენოს საავტორო უფლებებით დაცული მასალები და რა ტიპის მასალების გამოყენებაა შესაძლებელი.

მუხლი 4. ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხების საგანთაშორისი ინტეგრირება

1. პოლიტიკა უნდა განსაზღვრავდეს ინფორმაციული უსაფრთხოების საგანთაშორის ინტეგრირებას.
2. სკოლამ უნდა განსაზღვროს პირი, რომელიც გაუწევს კოორდინირებას ინფორმაციული უსაფრთხოებას, თუმცა უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება თითოეულ თანამშრომელს.
3. სკოლამ პოლიტიკაში უნდა განსაზღვროს მოსწავლეთა წახალიების მექანიზმები აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში.

მუხლი 5. ინფორმაცია მშობლებისთვის

1. პოლიტიკაში უნდა განისაზღვროს მშობელთა მხარდაჭერა ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებში (ეს შეიძლება იყოს კონკრეტულ თემაზე საუბარი, ბუკლეტები სხვადასხვა საკითხებზე, სკოლის ვებ-გვერდის ბმულები ან სტატია სკოლის საინფორმაციო ბიულეტენში).
2. პოლიტიკაში უნდა განისაზღვროს მშობელთა ჩართვა ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხების განხილვაში მოსწავლეების ჩართულობის გაზრდით (მეტი ალბათობაა, რომ მშობელი მივიდეს ასეთ ღონისძიებაზე, სადაც მისი შვილი წარადგენს პრეზენტაციას, ან მშობლების ჩართულობა დაბალი კლასებიდან, მაშინ, როდესაც ისინი ჯერ კიდევ აქტიურად დადიან სკოლაში).
3. პოლიტიკა უნდა განსაზღვრავდეს მშობლების ინფორმირებულებას შვილების ონლაინ-ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ.
4. სკოლამ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია სასკოლო საზოგადოებას პოლიტიკის შესახებ მკაფიო პრაქტიკული რეკომენდაციებით და გაამყაროს გასაგები მარტივი მაგალითებით (შესაძლებელია ბროშურების, ბუკლეტების, პოსტერების, ონლაინ პრეზენტაციების, შეხვედრების სახით).

თავი II. ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა


მუხლი 6. ძირითადი დებულებები

1. სკოლის ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრაზე, მოქმედებაზე და რეალიზებაზე პასუხისმგებელია ინფორმაციული უსაფრთხოების კოორდინატორი, რომელიც აკონტროლებს ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის დანერგვასა და მონიტორინგს და ანგარიშვალდებულია სკოლის სამეურვეო საბჭოსა და დირექტორის წინაშე. არა ნაკლებ წელიწადში ერთხელ აბარებს ანგარიშს სიახლეების შესახებ ტექნოლოგიების გამოყენების და ინფორმაციული ახალი საფრთხეების წარმოშობის კუთხით.
2. ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება თითოეულ თანამშრომელს.
3. სკოლის თითოეული თანამშრომლები და მოსწავლეები იცნობენ ციფრული მოწყობილობების გამოყენების წესებს და იცავენ მათ.
3. სკოლის თითოეულმა თანამშრომელმა იცის, როგორ მოიძიოს და გამოიყენოს საავტორო უფლებებით დაცული მასალები და რა ტიპის მასალების გამოყენებაა შესაძლებელი.
4. სკოლის თითოეულმა თანამშრომელმა იცის, რომ ნებისმიერ პლატფორმაზე რეგისტრაციის დროს აუცილებელია კონფიდენციალურობის პოლიტიკის გაცნობა, რათა კარგად იცოდეს უფლებები და მოვალეობები მუშაობის დროს.
5. სკოლის თითოეულ თანამშრომელს უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული სოციალურ ქსელებში ფოტო და ვიდეოკონტენტით გაცვლის შედეგები.
6. სკოლის ყველა თანამშრომელი რეგულარულად ეცნობა ინფორმაციული უსაფრთხოების ისეთ საკითხებს, როგორიცაა კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, ციფრული რეპუტაცია, კიბერბულინგი, მედიაწიგნიერება და ა.შ.
7. კლასის დამრიგებლები პერიოდულად ატარებენ მოსწავლეებთან შეხვედრებს ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.
8. სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეთა ინფორმირებულობას ონლაინ-უსაფრთხოების წესების გაცნობაში, როგორც კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილებზე, ასევე საგანთაშორისი მიდგომით, სხვადასხვა საგნებთან ინტეგრაციით.
9. სკოლა მოსწავლეებს წაახალისებს აღნიშნულ საკითხებთან მიმართებით ინტერაქტიული განხილვებისკენ: კიბერბულინგის შესახებ ინფორმაციის მოძიება, თემატური ფილმების ჩვენება და განხილვა, დისკუსიების მოწყობა, ბროშურების და ბუკლეტების დამზადება, კედლის გაზეთის გამოშვება და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება, დაკვირვების ჩეკლისტის წარმოება, კითხვარების შევსება, პრეზენტაციის მომზადება და სკოლის საზოგადოების წინაშე შედეგების წარდგენა.
10. სკოლა უზრუნველყოფს მშობლების ინფორმირებულობას მოსწავლეთა მონაწილეობის შესახებ ონლაინ-ღონისძიებებში და მაქსიმალურ ჩართვას განსახილველ საკითხებში (საინფორმაციო შეხვედრების მოწყობა, მოსწავლეებთან დისკუსიების გამართვა, სხვადასხვა ორგანიზაციებთან შეხვედრების მოწყობა, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მოწოდებული კვლევის შედეგების გაცნობა, მოსწავლეების ჩართვა სასკოლო წესების შემუშავებაში, თემატური ფილმების ჩვენება და განხილვა, დისკუსიების მოწყობა, ბროშურების და ბუკლეტების დამზადება, კედლის გაზეთის გამოშვება და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება, დაკვირვების ჩეკლისტის წარმოება, კითხვარების შევსება, პრეზენტაციის მომზადება და სკოლის საზოგადოების წინაშე შედეგების წარდგენა).

მუხლი 7. ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის მექანიზმები

1. სკოლას აქვს შემუშავებული მშობლის თანხმობის განაცხადის სპეციალური ფორმა (დანართი N1), მშობლის წერილობითი თანხმობა მისი შვილის ფოტო და ვიდეომასალის გამოქვეყნების თაობაზე (სკოლასა და მშობელს შორის დასადები ხელშეკრულება).
2. თანხმობის შემთხვევაში, ყველა მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი, მათი ასაკისა და ეროვნული მოთხოვნილებების და მიუხედავად, აწერს ხელს მოსწავლეების ფოტო და ვიდეო გადაღებისა და გამოქვეყნების შესახებ თანხმობის ფორმას.
3. მშობლის თანხმობის განაცხადზე უარის შემთხვევაში აკრძალულია მოსწავლის ნებისმიერი პირადი მონაცემების (ფოტო, ვიდეო მასალა, სახელი, გვარი და ა.შ.) საჯაროდ გამოქვეყნება.
4. თუ მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი არ აწერს ხელს თანხმობის განაცხადს, სკოლამ უნდა იზრუნოს, რომ ეს მოსწავლეები გადაღებების პროცესის დროს დაკავდნენ სხვა საქმით, რათა თავიდან იყოს აცილებული სხვა შესაძლო საფრთხეები და უსიამოვნება.
5. დაუშვებელია ბავშვის ფოტოგამოსახულებით სრული სახელის, ასაკის ან სხვა პირადი მონაცემების მითითებით საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნება.
6. რეკომენდირებულია მოსწავლის სახელის გვარის მხოლოდ ნაწილობრივ გამოყენება, მაგალითად, სახელი - სრულად, ხოლო გვარი - ინიციალის სახით.
7. ნებისმერ პროექტზე მუშაობისას პროექტის პარტნიორთან ხდება შეთანხმება, რომ ის არ გამოიყენებს მოსწავლეების ფოტო და ვიდეომასალას პროექტის ფარგლებს გარეთ (პრეზენტაციისთვის, სკოლის ვებ-გვერდისთვის და ა.შ.) მასწავლებლის თანხმობის გარეშე;
8. სკოლის კონფიდენციალური მონაცემები (მოსწავლეების პირადი საქმეები, მშობლების და თანამშრომლების პირადი მონაცემები, მოსწავლეების აკადემიური, ფსიქოლოგიური და სამედიცინო ინფორმაცია, ასევე, ინფორმაცია თანამშრომელთა ხელფასის, კარიერული წინსვლის და სკოლის მმართველობის შესახებ) ინახება სერვერებზე, ლოკალურ კომპიუტერებში, რომლებიც განთავსებულია სკოლაში ან მის გარეთ და დაცულია სათანადოდ, კონფიდენციალურობის და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების (ინსპექტირების) წესის დარღვევის თავის აცილების მიზნით.
9. ნებისმიერ ონლაინ პლატფორმაზე შესაძლებელია მხოლოდ თავისუფალი ლიცენზიის მქონე ფოტო-ვიდეო მასალა გამოყენება.
10. ნებისმიერ პლატფორმაზე რეგისტრაციის დროს აუცილებელია კონფიდენციალურობის პოლიტიკის გაცნობა, რათა კარგად იცოდეთ თქვენი უფლებები და მოვალეობები მუშაობის დროს.

მუხლი 8. ციფრული მოწყობილობების გამოყენება სკოლაში

1. ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება კლასში ემსახურება მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებს.
2. მობილური ტელეფონის და სხვა პორტატული მოწყობილობის ტარება და მოხმარება დაშვებულია მხოლოდ სასწავლო მიზნებისათვის.
3. მოსწავლეს საკუთარი მობილური ტელეფონებისა და სხვა პორტატული მოწყობილობებიდან აქვს წვდომა მხოლოდ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ განსაზღვრულ სკოლის Wi-Fi ქსელთან.
4. მობილური ტელეფონებიდან და სხვა პორტატული მოწყობილობებიდან ფოტო და ვიდეო აპლიკაციების და ინტერნეტ-კონტენტის გამოყენება დაშვებულია საგაკვეთილო პროცესში და კლასგარეშე აქტივობების დროს მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნით.
5. მობილური ტელეფონის კონფისკაციის შემთხვევაში, მოსწავლემ აუცილებლად უნდა გამორთოს ის და გადასცეს მასწავლებელს, რათა უზრუნველყოს მოწყობილობაზე პირადი მონაცემების დაცვა.
6. თუ მოწყობილობა არ უბრუნდება მოსწავლეს სასწავლო დღის ბოლომდე, ამის შესახებ უნდა ეცნობოს მშობელს, ხოლო მოწყობილობა ინახებოდეს დაცულ ადგილზე.
7. წესების დარღვევის შემთხვევაში გამოიყენება სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრული პროცედურები.
8. მშობელი წინასწარ უნდა იყოს ინფორმირებული აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში წესებისა და წესების დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების გატარების შესახებ.

მუხლი 9. საგანთაშორისი ინტეგრირება

1. ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხების ისწავლება ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტის შესაბამისად კომპიუტერული ტექნოლოგოების საგნის ფარგლებში.
2. ინფორმაციული უსაფრთხოება მოიცავს საკითხების ფართო სპექტრს და არ უნდა განიხილებოდეს იზოლირებულად.
3. ინფორმაციული უსაფრთხოება შესაძლებელია ისწავლებოდეს კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილებთან ინტეგრირებულად, თუმცა ეს სწავლება უნდა იყოს კომპლექსური საგანთაშორისი მიდგომით, რომელიც სხვადასხვა საგნებთან და პროგრამებთან კავშირით იქნება განპირობებული.
4. ყველა მასწავლებელი რეგულარულად უნდა ეცნობოდეს ისეთ საკითხებს, როგორიცაა კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, კიბერბულინგი, მედიაწიგნიერება და სხვა.
5. ყველა თანამშრომელი უნდა იყოს ჩართული ინფორმაციული უსაფრთხოების სწავლების პროცესში.

თავი III. დასკვნითი დებულებები



მუხლი 10. დოკუმეტში ცვლილებებისა და დამატების წესი

1. პოლიტიკის წესების დარღვევა რეგულირდება სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრული პროცედურებით.
2. წინამდებარე დოკუმენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
 

დანართი N1


პატივცემულო მშობლებო,

როგორც იცით, თქვენი შვილის მიერ სასკოლო აქტივობების შესრულებისას,  მასწავლებლებს აქვთ კარგი შესაძლებლობა გადაიღონ მოსწავლეთა მუშაობის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა.  
გთხოვთ, თქვენი შვილის, როგორც საკლასო ასევე ონლაინ გაკვეთილის, საკლუბო აქტივობის, საგანმანათლებლო პროექტების და სხვადასხვა ღონისძიებების დროს გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალის საჯაროდ გამოქვეყნების ნებართვას, კერძოდ, თანამშრომლებისთვის განკუთვნილ სამუშაო სივრცეში კოლეგებს შორის გამოცდილების გასაზიარებლად, ანგარიშებში და სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებისას (მაგალითად, კონფერენციებზე, ფორუმებზე, პრეზენტაციების დროს, როგორც ციფრულ თუ არაციფრულ გარემოში).
სკოლამ ან მასწავლებელმა შესაძლოა გამოიყენოს ფოტო ან ვიდეო მასალა საჯაროდ, საგანმანათლებლო პროცესების წარმოსაჩენად. ეს შესაძლოა იყოს სკოლისა და მასწავლებლის სოციალური მედია არხი, ვებგვერდი, ბროშურა და სხვა. ნებისმიერი პუბლიკაციის შემდეგ, მშობელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს მისი შვილის ფოტოს  ან/და ვიდეოს საჯარო პოსტიდან ამოშლა.
ზემოხსენებულზე თანხმობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოაწეროთ ხელი თანხმობის ფორმას:
თანახმა ვარ, რომ სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლის დირექციას ან/და მასწავლებლებს ჰქონდეთ უფლება გამოიყენონ ჩემი შვილის  ფოტოები ან/და ვიდეო მასალა საგანმანათლებლო პროცესების წარმოსაჩენად და გამოცდილების გასაზიარებლად ციფრულ და არაციფრულ გარემოში გამოსაქვეყნებლად.
 
მოსწავლის სახელი და გვარი:     _____________________________________
 
მოსწავლის პირადი ნომერი:        _____________________________________
 
მშობლის სახელი და გვარი:     _____________________________________
 
მშობლის ხელმოწერა:                 _____________________________________
 
თარიღი:     _________________
 

Комментариев нет:

Отправить комментарий